მარადონა: ამ საკითხში ქართველებს 100%-ით ვეთანხმები"

18-05-2018, 22:38

2008 წლის ოქტომბერში თბილისში ჩატარდა ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობა ლეგენდარულმა დიეგო მარადონამაც მიიღო. შეხვედრის წინა დღეს დიეგო ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მარადონას ქართველმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ საინტერესო და ჩამჭრელი კითხვა დაუსვა.

"მეც და ბევრ სხვასაც საქართველოში მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით ნომერ პირველი ფეხბურთელი ისტორიაში. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?" — ჰკითხა ლეგენდარულ სტუმარს ტელეკომპანია "იმედის" სპორტულმა ჟურნალისტმა.

მარადონამ არ დააყოვნა და კავკასიელს მალევე ენაკვიმატურად დაუბრუნდა პასუხი: "არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მეც სწორედ ასე ვფიქრობ, ქართველებს მაში ვეთანხმები", — თქვა მომღიმარმა მარადონამ და მიუბრუნდა რა კითხვის დამსმელ ჟურნალისტს, დაამატა: "თქვენი სახით კი დღეს კიდევ ერთი დიდებული მეგობარი შევიძინე".


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით