ზიდანმა რონალდუსა და ბეილის შესახებ ისაუბრა

19-05-2018, 12:58

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიასთან რონალდუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ფინალს აუცილებლად ითამაშებს. 

"რონალდუ იდეალურ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად ითამაშებს. მჯერა, რომ კლუბს 120% დაეხმარება. რაც შეეხება ბეილს, ის იდეალური ფორმაში არ არის, თუმცა გოლების გატანა დაიწყო და ყველას ძალიან გვიხარია. აღსანიშნავია, რომ მთელი კლუბი იდეალურ ფორმაშია", - განაცხადა ზიდანმა. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისსაა დაგეგმილი. კიევის საგზური "სამეფო კლუბმა" და "ლივერპულმა" მოიპოვეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით