"მილანის" თავდამსხმელი კვირკველიას გუნდში გადადის

19-05-2018, 08:42

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანის" ხორვატი შემტევი ნიკოლა კალინიჩი შესაძლოა საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდეს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელით მოსკოვის "ლოკომოტოვი" ინტერესდება. 

აღსანიშნავია, რომ "როსონერიმ" კალინიჩი "ფიორენტინადან" ინათხოვრა და იმ შემთხვევაში, თუ 20 მილიონს დაუმატებენ გამოსყიდვაც შეუძლიათ. თუ ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა ნიკოლა შეიძინეს "ლოკომოტივს" უგოლო კალინიჩისთვის სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ კვირკველიას კლუბმა რუსეთის პირველობა მოიპოვა და ლიგის საგზური გაინაღდა. გუნდის ხელმძღვანელობა ევროსარბიელზე დიდების მოსახვეჭად ხორვატს, ზაფხულში, დაიმატებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით