"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელსაც "წითელი ეშმაკების" რიგებში უთამაშია

19-05-2018, 13:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც "წითელი ეშმაკების" რიგებში უთამაშია "მადრიდის რეალის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გამოვლინდა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2003 დან 2009 წლამდე მოღვაწეობდა, სადაც მან 196 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 84 გოლის გატანა მოახერხა. სწორედ ამ კლუბში მოიპოვა რონალდუმ თავისი პირველი ტიტული (ფა თასი 2004 წელს), გაიტანა უამრავი მნიშვნელოვანი გოლი,  დაეხმარა კლუბს ტიტულების მოპოვებაში და მოიგო ინგლისელი გულშემატკივართა გული.

სწორედ  "მანჩესტერში" მიღწეულმა წარმატებებმა განაპირობა "რეალ მადრიდის" დაინტერესება კრიშტიანუს მიმართ და შედეგად შედგა იმდროისთვის ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი, რამაც გულშემმატკივარს ცოტა არ იყოს გული აუცრუა, თუმცა იგი კვლავ მათთვის საყვარელი ფეხბურთელია . ამჟამად ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ღისებას იცავს და ყოველ წელს იდეალურად ატარებს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით