ჯიჯის ემოციური წერილი გულშემატკივარს

19-05-2018, 14:16

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა გუნდიდან წასვლა ოფიცილაურად დაადასტურა. იტალიელმა ლეგენდარულმა მეკარემ "ბიანკონერის" და არამარტო "ბიანკონერის" არამედ საფეხბურთო გულშემატკივარს, რომელიც მას პატივს სცემდა ემოციური წერილი დაუტოვა.

"თითოეულ თქვენთაგანს უდიდეს მადლობას გიხდით, რადგან თქვენ იყავით ჩემი პირველი სტიმული და ცხოვრების ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და მიყვარს".

"დღეს დასასრულს ბოლო გამოუჩნდა. ვასრულებ იმ ისტორიული წიგნს, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე ერთდ ვწერდით. ემოციებს ვერ ვმალავ".

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, სტადიონზე ველოსიპედით მოვდიოდი".

"დღეს მაქსიმალურად შევეცდები თითოეული წამით ვისარგებლო და უდიდესი სიამოვნება მივიღო, იმ ჰარმონიით, რაც მოედანზე სუფევს".

"ეს არის ადგილი, რისგანაც შორს არასდროს ვიქნები, რასაც ყოველთვის "სახლს" დავუძახებ. მეგობრებს, რომლებიც აქ შევიძინე, არასდროს დავივიწყებ".

"თქვენი მონა მორჩლი ჯანლუიჯი ბუფონი", - წერს ლეგენდარული მეკარე.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით