საქართველოს ნაკრების დიდი დანაკლისი - ქვილითაია ტრავმირებულია

19-05-2018, 17:18

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ვენის "რაპიდისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრ-ფორვარდი გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

წყაროს ცნობით, გიორგიმ პარასკევს გამართულ ვარჯიშზე ტერფი საკმაოდ სერიოზულად დაიზიანა.

დღეს დილით ვენური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩვენებურის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა.

"ქვილითაიას მოტეხილობა აღენიშნება და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. 24 წლის თავდამსხმელი რამდენიმე თვეს გაიუქმებს", - წერს "რაპიდის" ვებ-გვერდი.

ცნობისთვის, გიორგი საქართველოს ნაკრების მაისურით ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს და გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ "რაპიდის" ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და ზუსტად 10-ჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება.


  • messi10
  • 19 მაისი 2018 17:23
kvilitaia magari kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით