კროოსს "სიტიში" ვიხილავთ? » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კროოსს "სიტიში" ვიხილავთ?

19-05-2018, 22:38

გავლენიანი "Don Balon"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა მადრიდის "რეაალისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით, ტონი კროოსით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, "ცისფრები" მზად არიან მადრიდში მოღვაწე გერმანელში 90 მილიონი ევრო გადაიხადონ და იგი "ეითად სთედიუმზე" მომავალ სეზონში იხილონ.

შეგახსენებთ, რომ ტონით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" არის დაინტერესებული.

ცნობისთვის, 28 წლის გრაიფსვალდელი ნახევარმცველი "რეალში" 2014 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" გადაბარგდა.



  • messi10
  • 19 მაისი 2018 22:38
sitis mouxdeba chkviiani fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით