"ჩელსი" ინგლისის თასის მფლობელია

19-05-2018, 23:05

19 მაისს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ კონტეს შეგირდები მიმდინარე სეზონში პირველი თასის მოპოვებისთვის იბრძოდნენ და 22-ე წუთზე გამარჯვების გოლი ედენ აზარმა გაიტანა.
 
გეტყვით, რომ 90 წუთის განმავლობაში „წითელი ეშმაკები“ დომინირებდნენ, თუმცა დაცვის ხაზში შეჭრილი ბელგიელი ვერავინ შეაჩერა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონში „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგა კარგად დაიწყეს და ცუდად დაამთავრეს. 38 ტურის შემდეგ, აბრამოვიჩის ბიჭები მე-5 ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება მანჩესტერს 81 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით