ბარძალი: "ბუფონი ყველგან ლიდერი იქნება"

20-05-2018, 10:01

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" მცველმა ანდრია ბარძალიმ ბუფონის წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯიჯისთან ერთად თამაში მოენატრება. 

"არ ვიცი სად წავა ბუფონი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის უდაოდ ლიდერი იქნება ყველგან. მომენატრება მასთან ერთად ფეხბურთის თამაში. ჯიჯი ნამდვილი გმირია და ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა აპენინელმა. 

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა 17-წლიანი ტურინული კარიერა დღეს დაასრულა. მომავალი სეზონიდან "ბებერი ქალბატონები" ლეგენდის გარეშე იასპარეზებენ. აქვე გეტყვით, რომ 40 წლის კიპერმა კარიერის განმავლობაში ერთადერთი ოცნება ვერ აისრულა. ეს უკანასკნელი ტურინს ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე ტოვებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით