"ევერტონი" რუნის მწვრთნელობას სთავაზობს

20-05-2018, 10:28

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უეინ რუნი "ევერტონიდან" მიდის. წყაროს ცნობით, კლუბის მესვეურებს 32 წლის შემტევის გაშვება არ სურთ და ახალ შეთავაზებას ამზადებენ. 

როგორც ირკვევა „კანფეტები“ ინგლისელს სამწვრთნელო შტაბში მუშაობას სთავაობენ. აღსანიშნავია, რომ შეთავაზება მუდმივია და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელს სამსახურის ძებნა აღარ მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ რუნი ლივერპულელთა რიგებს 2004 წლამდე იცავდა. 2005 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩაირიცხა და კლუბთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, MLS-ში გადავა სათამაშოდ. 

მიმდინარე სეზონში კუნძულელმა 32 შეხვედრის ჩატარება შეძლო და 10 გოლი ჩაიწერა აქტივში. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით