აბრამოვიჩს ვიზა არ განუახლეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

აბრამოვიჩს ვიზა არ განუახლეს

20-05-2018, 17:49

ლონდონის "ჩელსის" რუს მფლობელ რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზა არ განუახლეს. ამის შესახებ ინგლისური გამოცემები იტყობინებიან.

როგორც ცნობილია, მისთვის ახალი ვიზის მიღებაზე უარი არ განუცხადებიათ, თუმცა ბრიტანელები საქმეს აჭიანურებენ და ჯერ-ჯერობით არ აძლევენ დასტურს. ამის გამო კი აბრამოვიჩს რუსეთში დაბრუნება მოუწია.

რუსმა ოლიგარქმა გუშინ ფა თასის ფინალის შეხვედრაც გამოტოვა, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" მანჩესტერ "იუნაიტედი" დაამარცხა, ანგარიშით 1:0.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა ლონდონური გუნდი 2003 წელს შეიძინა.



  • tsandro
  • 20 მაისი 2018 18:55
დაერხა რომანას :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით