გრიზმანის საგა დასრულდა

20-05-2018, 18:01

როგორც ჩანს, ანტუან გრიზმანის კატალონიის "ბარსელონაში" ტრანსფერის საგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

გავლენიანი გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ფრანგი ანტუანი კატალონიური გრანდის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ შეხვდა და მათთან ტრანსფერის დეტალები შეათანხმა.

კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიზმანი "ბლაუგრანას" ხუთწლიან კონტრაქტს უკვე დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით შემტევი წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მზადაა "როხიბლანკოს" ლიდერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.



  • messi10
  • 20 მაისი 2018 18:05
გადმმო რა გადმო რა რას გვაწვალებ

  • Tashi777
  • 20 მაისი 2018 23:30
Ketili iyos sheni mosvla da warmatebebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით