მატერაცი: " მანჩინის ნამდვილად სურს იტალიაში მუშაობა"

20-05-2018, 19:16

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა მატეო მატერაციმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რობერტო მანჩინი აპენინელთა ხელმძღვანელად იდეალური ვარიანტი იყო. 

"დარწმუნებული ვარ, რომ მანჩინის ნამდვილად სურს იტალიაში მუშაობა, რადგან ამ უკანასკნელმა "ზენიტის" ხელმძღვანელობას სოლიდურ ხელფასზე უარი უთხრა. ვფიქრობ, მანჩინი ნაკრებში უკეთესად საქმიანობს, ვიდრე კლუბში“, - განაცხადა იტალიელმა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რობერტო მანჩინიმ ნახევარკუნძულელების თავკაცობას მოაწერა ხელი. "ინტერის", "ზენიტის", გალათასარაისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეთაურმა ეროვნულ გუნდთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით