დიდი ბარტერი - "ბარსა" დემბელეს ბელერინში ცვლის

20-05-2018, 23:48

გავლენიანი "Don Balon"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის "არსენალი" კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ახალწვეულის, უსმან დემბელეს შეძენას აპირებს.

ჟურნალისტების მტკიცებით, ლონდონური კლუბის ბოსები 20 წლის დემბელეს ყურადღებით აკვირდებიან და მის გადმობირებას სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდებიან.

როგორც ყველასთვის ცნობილია,  კატალონიის "ბარსელონას" მესვეურებს ფრანგი თავდამსხმელის უსმან დემბელეს გუნდიდან იჯარის წესით გაშვება სურთ. "ბარსას" ბოსები ამ გზით ცდილობენ 20 წლის ფეხბურთელს მეტი სათამაშო პრაქტიკა მისცენ, რათა შემდგომ მისგან უფრო მეტად სერიოზული და გამოცდილი ფეხბურთელი მიიღონ. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში უსმანი "მეთოფეების" ფორმით ვიხილოთ.

კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები მზად არიან უარი თქვან იჯარაზე და უსმანი "არსენალის" ესპანელ მცველში, ჰექტორ ბელერინში გაცვალონ. რა თქმა უნდა "ემირეიტს სთედიუმის" ბინადართა უარის შემთხვევაში "ბლაუგრანას" ბოსები უსმანის იჯარით გაშვების ვარიანტს კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდებიან.

ასე და ამგვარად, კატალონიური გრანდის ფანებს ისღა დარჩენიათ სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოთმინებით დაელოდონ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დემბელე კატალონიურ გრანდს გასული წლის ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიადან" 105 მილიონად შეუერთდა. მიმდინარე სეზონში წარმოშობით ფრანგმა 21 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.


  • messi10
  • 20 მაისი 2018 23:58
დემბოუსა დამიტოვეთ

amis gasxviseba ar sheidzleba aravitar shemtxvevashiii rangan didi potencialii gaachniaa da kargii iqneba tuu satamasho praqtikis migebas shedzlebss sxva gundshii ijarittt

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით