პაპუნაშვილმა პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა

21-05-2018, 11:10

ესპანეთის ლიგა 2-ში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა გიორგი პაპუნაშვილის ხელმძღანელობით. ქართველმა ფეხბურთელმა "სარაგოსასა" და "ალბასეტესის"  დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ჩვენებურმა მატჩის მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში. 28-ე წუთზე დუბლის შესრულება შეძლო და მეორე ტაიმის 56-ე წუთზე მასპინძლებს მესამე გოლიც შეუგდო. აღსანიშნავია, რომ ტაბლოზე საბოლოო შედეგი 4:1 დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა 28 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო. გეტყვით, რომ "სარაგოსა" ლა ლიგაში გადმოსასვლელად იბრძვის. ამ ეტაპზე კლუბს 65 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით