მესი:"გრიზმანს სიყვარულით სავსე გულით შევხვდებით" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მესი:"გრიზმანს სიყვარულით სავსე გულით შევხვდებით"

21-05-2018, 14:27

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლიონელ მესიმ პრესასთან მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის "ბარსაში" გადასვლაზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ანტუანი ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ თავის პოზიციაზე ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა".

"დამერწმუნეთ არ ვიცი მიდის თუ არა მასთან მოლაპარაკებები. გრიზმანს ყოველთვის გაშლილი ხელებით და სიყვარულით სავსე გულით შევხვდებით", - განუცხადა მესიმ ჟურნალისტებს.

ცნობისთივს, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიზმანი "ბლაუგრანას" ხუთწლიან კონტრაქტს უკვე დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით შემტევი წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მზადაა "როხიბლანკოს" ლიდერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.



  • messi10
  • 21 მაისი 2018 14:29
mesi genacvale kaikacixar

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით