"მილანი"-"ფიორენტინას" მატჩი ოჯახის შექმნით დასრულდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"მილანი"-"ფიორენტინას" მატჩი ოჯახის შექმნით დასრულდა

21-05-2018, 15:20

იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში, ერთმანეთს "მილანი" და "ფიორენტინა" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა გადამწყვეტი იყო "როსონერისთვის", რომელიც მოგების შემთხვევაში ევროპა ლიგის საგზურს ინაღდებდა. 

გატუზოს შეგირდებმა მეტოქე 5:1 გაანადგურეს და "ატალანტა" მე-7 ადგილზე დატოვეს. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა შეხვედრის მიმდინარეობისას. გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს სადაც ეწერა: „ცოლად გამომყვები?“ - გოგონას ბევრი არ უფიქრია და თანხმობა განაცხადა, რა დროსაც ტაბლოზე წარწერა „დიახ, დიახ“ გაჩნდა. 

ამ ფაქტმა ფეხბურთელების ყურადღება მიიპყრო და ახალ შექმნილ ოჯახს ოვაციებით შეეგებნენ. მილანური სეზონი ევროპა ლიგითა და დიდი რომანტიზმით დასრულდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით