"იუვე" მორატას დაბრუნებას არ აპირებს

21-05-2018, 20:13

ბოლო დროს ხშირი გახლდათ საუბრები იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსს" სურდა ალვარო მორატას დაბრუნება. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ცნობით, "ზებრები" ესპანელი ფორვარდის დამატებას აღარ აპირებენ. ამის მთავარი მიზეზი კი მისი ფასი გახლდათ.

როგორც ცნობილია, ლონდონის "ჩელსი" ხსენებულ ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს, ტურინელები კი სწორედ ამ ფასმა შეაშინათ.

როგორც ჯუზეპე მაროტამ პრესას განუცხადა, მისი გუნდი არ აპირებს ამხელა თანხის გადახდას ერთი მოთამაშის სანაცვლოდ.


  • tsandro
  • 21 მაისი 2018 20:27
კაია არავინ დაიმატოთ და რას მიაღწევთ ნახეთ :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით