რამოსის გეგმა სალაჰისა და ფირმინიოს შესაჩერებლად

21-05-2018, 20:14

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალის" კონკურენტი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე გამტანი გუნდია. "ლივერპულმა" ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში წელს 40 გოლის გატანა მოახერხა.

ფრიმინიო, სალაჰი და მანე კლოპის მთავარი დამრტყმელი ძალები არიან. სწორედ ეს სამეული იკავებს ადგილს რონალდოს შემდეგ ბომბარდირთა ცხრილში.

მუჰამედ სალაჰმა, რომელიც "ლივერპულში" სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ჩემპიონატზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, სადაც 44 ჯერ მოახერხა მეტოქის მეკარის დამწუხრება.

ეგვიპტელს კარგი ურთიერთობა აქვს თავის თანაგუნდელთან, ფირმინიოსთან, რომელიც მოედანზე მის გვერდით დგას, რაც მათ კიდევ უფრო აძლიერებს.

"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ლივერპულის" ტრიოს  შეჩერების გეგმა პუბლიკას გააცნო.

"სალაჰი და ფირმინიო ძალიან სწრაფი ფეხბურთელები არიან. მათი დაჭერა თითქმის შეუძლებელია, ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რათა ისინი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, რათა წნეხი გაძლიერდეს და სტიმული ჩავუკლათ. თუ ასე არ  მოვიქცევით, საკუთრ კარში ბურთს ვერ ავცდებით", - განაცხადა რამოსმა.


არც გაატრაკო :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით