11 ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალს მიღმა დარჩა

21-05-2018, 20:32

დღეს ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ალვარო მორატა, სესკ ფაბრეგასი და იკერ კასილასი.

ევროპულმა გამოცემებმა იმ ესპანელი მოთამაშეებისგან, რომლებიც მუნდიალზე ვერ მიემგზავრებიან, სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: კასილასი.

მცველები: ბელერინი, ბარტრა, ხავი მარტინესი, მარკოს ალონსო.

ნახევარმცველები: ილარამენდი, სერხი რობერტო, ფაბრეგასი.

თავდამსხმელები: კალეხონი, მორატა, ვიტოლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით