"იუნაიტედი" ვილიანის შესაძენად იბრძვის

21-05-2018, 20:55

მანჩესტერ "იუნაიტედი" ახლოს არის ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი გარემარბის, ვილიანის შეძენასთან.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს სერიოზული უთანხმოება აქვს "არისტოკრატების" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან და იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი გუნდში დარჩება, მაშინ ვილიანი აუცილებლად დატოვებს ლონდონს.

წყაროს ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" უკვე დიდი ხანია დაიწყეს მოლაპარაკებები ფეხბურთელის თაობაზე და სავარაუდოდ, ტრანსფერი მუნდიალის შემდგომ დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ ვილიანი "ჩელსის" რიგებშ 2013 წლიდან იცავს და იგი გუნდში "იუნაიტედის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მიიყვანა.



  • tsandro
  • 21 მაისი 2018 20:56
კონტეს ბრალია ამის წასვლა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით