"ატლეტიკოს" ვარდის შეძენა სურს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ატლეტიკოს" ვარდის შეძენა სურს

21-05-2018, 22:23

დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს მადრიდის "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანი დატოვეს. ესპანელებმა კი მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, "როხიბლანკომ" მოლაპარაკებები "ლესტერის" ინგლისელ ფორვარდ ჯეიმი ვარდისთან დაიწყო.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა უკვე გაამზადეს 25 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ და იმედოვნებენ, რომ ვარდიც დათანხმდება ესპანეთში გადაბარგებას.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს "ლესტერთან" კონტრაქტის ვადა ორი წლის შემდგომ ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით