ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარე

21-05-2018, 23:17

ალბათ ორი აზრი არ არსებობს იმაში, თუ ვის უნდა მინიჭებოდა ლა ლიგის 2017/18 წლის სეზონის საუკეთესო მეკარის წოდება.

მადრიდის "ატლეტიკოს" ეპსანეთის ეროვნულ ჩემპიონატში წელს ყველაზე ცოტა, 22 გოლი აქვს გაშვებული, რაშიც რა თქმა უნდა ლომის წვლილი სლოვენიელ მეკარეს, იან ობლაკს მიუძღვის.

24 წლის გოლკიპერმა 38 მატჩში მხოლოდ 22 ბურთი გაუშვა. უკეთესი შედეგი თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ორ მეკარეს აქვს დაფიქსირებული. მათ შორის ერთ-ერთი თავად იანია და მეორე ამჟამად პეპ გვარდიოლას განკარგულებაში მყოფი "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი კლაუდიო ბრავო, რომელიც რეკორდის დაფიქსირების  დროს "ბარსელონაში" ირიცხებოდა.

24 წლის ობლაკი"ატლეტიკოს" ღირდებას 2014 წლიდან იცავს.



მაგარი აობლაკი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით