წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის დაუჯერებელი და დასამახსოვრებელი მომენტები » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის დაუჯერებელი და დასამახსოვრებელი მომენტები

22-05-2018, 11:12

2017/18 წლის სეზონზე ჩემპიონთ ლიგაზე არაერთი დაუჯერებელი ფაქტი მოხდა და თან ჯერ სად ხართ, ფინალური მატჩი კიდევ წინ არის.

"ბარსელონას" გოლების სერია შეწყდა.

ხუთი წლის მანძილზე ჩემპიონთ ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა კატალონიურმა გრანდმა ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა ვერ შეძლო. სერია "ოლიმპიაკოსთან" დაასრულა და შემდეგ მატჩშიც ანალოგიური შედეგით, 0-0 ითამაშა ტურინის "იუვენტუსთან".

აქვე ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ "ოლიმპიაკოსთნ" ლუის სუარესმა  ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარის მიმართულებით(ყველა ჩემპიონატსაც რომ შევადაროთ), თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო.

"ნახეთ რონადლუს გოლი  ბუფონის კარში"?

კრიშტიანუმ "იუვენტუსისა" და "რეალის" პირველ დაპირისპირებაში, რომელიც "ალიანს სთედიუმზე" გაიმართა, მაკრატელა გაიტანა.

ეს იყო ყველაზე აქტუალური თემა წლევანდელ წელს, რომელმაც  ტვიტერი დაიპყრო. 12 საათში რონალდუს გოლი 1.2მილიონზე მეტმა ადამიანმა აღნიშნა.

გთავაზობთ ზიდანის რეაქციას  სუპერვარსკვლავის გოლზე.


"ლივერპულის" შედევრი.

1/4 ფინალში ერთმანეთს კლოპის გუნდი და "სიტი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ფავორიტად გვარდიოლას  ბიჭებს მიიჩნედნენ, თუმცა  ორი მატჩის ჯამში  "ლივერპულმა" მეტოქე 5-1 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე მათ 40 გოლი აქვთ გატანიილი, რაც ყველაზე მეტია.

აქვე აღსანიშნავია ფორმის პიკში მყოფი მუჰამედ სალაჰი, რომელიც წელს იდეალურ სეზონს ატარებს.

"რომამ" "ბარსელონა" იმსხვერპლა.

"ნოუ კამპზე"  "წითელმა ბროწეულებმა" მეტოქე 4-1 დაამარცხეს და იტალიაში მშვიდად გამგზავრება გადაწვიტეს, თუმცა რომაელებმა ოლიმპიურ სტადიონზე  მრისხანება გამოიჩნეს, რის შედეგადაც მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და ჩემპიონთ ლიგის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს. მათ დაუჯერებელი რამ გააკეთეს. მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. "რომა" მსოფლიოს ეპიცენტრშია.


... და შემდეგ იყო "რეალ მდარიდისა" და "იუვენტუსის" მატჩი.

ტურინელებმა პირველიშეხვედრა შინაურ კელდებში ჩაატარეს, თუმცა  ესპანელებთან 0-3 დამარცხდნენ, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩასულმა "ბინაკონერიმ" დაუჯერებელი სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

მე-2 წუთი- მანჯუკიჩმა სწრაფად შეძლო გოლის გატანა და "იუვე" დააწინაურა.

37-ე წუთი- ხორვატმა დუბლი გაიფორმა და "ბებერი ქალბატონი" წინ გაიჭრა.

მე-60 წუთი- მათ ეს შეძლეს. კეილორ ნავასმა შეცდომა დაუშვა, რაც ბლეზ მატუიდიმ არ აპატია.

93-ე წუთი- მედჰი ბენატია აწვება ლუკას ვასკესს, რომელიც საჯარიმოში ძირს ეცემა. მატჩის მთავარი არბიტრი 11 მეტრიანს დებს. ამას მოჰყვა ბუფონის შეკამათება მსაჯთან, ამიტომაც წითელი ბარათი მიიღო და თამაშის დატოვება მოუწია.

97-ე წუთი- კრიშტიანუ რონალდუ უკვე ვოისეხ შესნის კარში ასრულებს 11 მეტრიანს და იტანს გოლს.

99-ე წუთი- თამაში დასრულდა, "რეალი" ნახევარფინალშია, ჯიჯიმ თვისი ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ("იუვენტუსის" მაისურით) წითელი ბარათით დაასრულა, "ბიანონერის" სულ ცოტაღა აკლდა სასწაულის მოხდენამდე, თუმცა მათ არ გაუმართლათ.

ჩემპიონთა ლიგის ფონალი 26 მაისს გაიმართება და ყველაფერი წინ არის.

 






ძალიან დრამატული სეზონი იყო. ვნახოთ ფინალი როგორი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით