"დორტმუნდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"დორტმუნდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

22-05-2018, 14:40

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მომავალი სეზონიდან გუნდს ლუსიენ ფავრი უხელმძღვანელებს. 60 წლის სპეციალისტი უკანასკნელად ფრანგულ "ნიცას" წვრთნიდა და გუნდი ევროთასების ზონაში ვერ მოახვედრა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად "დორტმუნდს" პიტერ შტიოგერი წვრთნიდა და გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეძლო სეზონის დასრულება.

როგორც ცნობილია, ფავრი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით