ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ცვლილებები დაანონსდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ცვლილებები დაანონსდა

22-05-2018, 22:36

მოგეხსენებათ, ზამთარში ევროპული მედიასაშუალებები ბევრს საუბრობდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატში რამდენიმე ცვლილების განხორციელება იგეგმებოდა, დღეს კი ჭორებმა ოფიციალური სახე მიიღეს.

როგორც უეფაში დაადასტურეს, ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში თამაშს ლიგა 1-ის მეოთხეადგილოსანი კლუბიც შეძლებს. აქედან გამომდინარე "ლიონმა" ამ ტურნირზე თამაშის უფლება უკვე მიიღო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ანუ პლეი ოფში დამატებით დროში შეცვლა გახდა საჭირო, გუნდებს შეეძლებათ უეფასგან ახლადმინიჭებული მე-4 ცვლილება გამოიყენონ და თამაშში სხვა დასვენებული მოთამაშე ჩართონ.

ზამთრის პაუზის დროს გუნდებს ასევე შეეძლებათ ფეხბურთელების დამატება განაცხადში, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ფეხბურთელს უთამაშია თუ არა ამ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის დროს. შეგახსენებთ, რომ წინა წესის მიხედვით ასეთი რამ დაუშვებელი იყო და "ბარსელონამ" გასულ სეზონში კოუტინიოს გამოყენება ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, ახალი წესების თანახმად, პლეი ოფში მოასპარეზე გუნდები განაცხადში 18-ის ნაცვლად 5-ით მეტის, 23 მოთამაშის შეყვანას შეძლებენ.



  • messi10
  • 22 მაისი 2018 22:37
va va kargisken shecvlila ragindat

  • Tashi777
  • 23 მაისი 2018 08:25
Sadiyavit aqamde

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით