"ტოტენჰემი" "ინტერის" ვარსკვლავს იყიდის

23-05-2018, 11:01

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "ტოტენჰემი" ზაფხულში ხორვატ ივან პერიშიჩს შეიძენს. წყაროს ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

როგორც ირკვევა, „ნერაძური“ შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა გადაიხდიან, თუ არა „დეზები“ ჯერჯერობით უცნობია. თავის მხრივ პერიშიჩსაც სურს კლუბის გამოცვლა, რადგან, როგორც ამბობს იტალიაში თავი ამოწურა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პერიშიჩმა 37 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით