"ნაპოლის" ლიდერი ტოვებს

23-05-2018, 11:59

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში შესაძლოა მარეკ ჰამშიკი "ნაპოლიდან" წავიდეს. წყაროს ცნობით, ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელმა გააკეთა. 

"სკუდეტოს მოგება ვერ შევძელით. ბევრი ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ, თუმცა, როგორც ჩანს "იუვენტუსი" ჩვენზე ბევრად ძლიერია. ნეაპოლელი გულშემატკივრები ნამდვილად იმსახურებდნენ პირველობას, თუმცა რაღაც დაგვაკლდა. "ნაპოლისთვის" ბევრი გავაკეთე და მგონი დროა, რომ გზები გაიყაროს“, - განაცხადა ჰამშიკმა. 

შეგახსენებთ, რომ მარეკმა მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით