პაპა კარლო იტალიაში ბრუნდება » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პაპა კარლო იტალიაში ბრუნდება

23-05-2018, 12:59

Sky sport-ის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან "ნაპოლს" კარლო ანჩელოტი გაწვრთნის. წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი გასულ კვირას  “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტის შეხვდა. 

როგორც ირკვევა, პეაპოლური კლუბის ბოსმა კარლოს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სთხოვა, რათა გუნდი მოსამზადებელ ეტაპში მალე ჩართულიყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ცნობებით 58 წლის სპეციალისტი შეთავაზებას დასთანხმდა. 

შეგახსენებთ, რომ პაპა კარლო აპენინზე ბოლოს 2008-2009 წლებში მუშაობდა, როდესაც "მილანს" წვრთნიდა. მის შემდეგ, ამ უკანასკნელმა "ჩელსის", "რეალსა" და "ბაიერნს" უთავკაცა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით