ვინ იქნებოდა რონალდუსვის სასურველი მეტოქე ფინალში?

23-05-2018, 15:43

"რეალ მადრიდის"  სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის მოწინააღმდეგე გუნდზე ისაუბრა.

"ჩვენ ვართ იქ, სადაც მოხვედრას ყველა ოცნებობს. ეს ექსტრაორდინალურად მაგარია, თან ზედიზედ მესამედ. ვისურვებდი, რომ ჩვენი მეტოქე "მანჩესტერ იუნატედი" ყოფილიყო, თუმცა "ლივერპულსაც" უდიდეს პატივს ვცემ. ისინი ძალიან სწრაფები და ძლიერები  არიან, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ჩვენ "რეალი" ვართ", - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა, შმედეგ კი მადრიდულ გრანდს შეუერთდა.

გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2017 წლის 8 აგვისტოს უეფას სუპერ თასის ფინალში შეხვდნენ, სადაც ანგაიში 2-1 დასრულდა ესპანელთა სასარგებლოდ.


ალბათ მანუსთან მსაჯით გექნებოდათ უპირატესობა :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით