ოფიციალურად: ემერი "არსენალს" გაწვრთნის

23-05-2018, 16:19

ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი გაწვრთნის.

როგორც ცნობილია, 46 წლის მწვრთნელი მომავალი 2 სეზონის განმავლობაში უთავკაცებს "მეთოფეებს".

"მოხარული ვარ, რომ "არსენალის" ახალი ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე ვიქნები."

"იმედი მაქვს, ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ." - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა თავკაცმა არსენ ვენგერი ჩაანაცვლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით