მესისა და ალბას აზრი გრიზმანის "ბარსაში" შესაძლო ტრანსფერზე » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მესისა და ალბას აზრი გრიზმანის "ბარსაში" შესაძლო ტრანსფერზე

7-06-2018, 17:33

მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "ატლეტიკო მადრიდის" ფორვარდის ანტუან გრიზმანის "ბარსაში" შესაძლო ტრანსფერია.

"წითელი ბროწეულების" ფეხბურთელმა ხორდი ალბამ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ტრანსფერი დამოკიდებულია როგორც მოთამაშეზე, აგრეთვე კლუბზეც. მე მივიღე გადაწყვეტილება და მოვედი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ძალიან გამიჭირდა "ვალენსიას" დატოვება. იქ თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ანტუანი მსგავს სიტუაციაშია. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს უკეთესობისკენ სწრაფვა, ვფიქრობ იგი "ბარსას" ძალიან კარგად მოერგება", - განაცხადა ალბამ.

კომენტარი კატალონიური კლუბის სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმაც გააკეთა.

"თვალნათელია, რომ მე ის ძალიან მომწონს. იგი ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. არ ვიცი რეალური დაინტერესება არის თუ არა, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, თუ საუკეთესო ფეხბურთელები შემოგვიერთდებიან", - განაცხადა მესიმ.

გრიზმანმა თავის ბოლო მატჩის წინ, რომელიც "ეიბართან" გამართა, აღნიშნა, რომ "ატლეტიკოს" დატოვება არ სურს, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს.







მალე გაიხსნას ფანჯარა, რომ ვნახოთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით