მარკიზიო, ალექს სანდრო, ხედირა, ჩანი..."იუვეში" დიდი ცვლილებები იგეგმება

23-05-2018, 19:06

ტურინის "იუვენტუსმა" დუბლი გაიფორმა. "ბიანკონერიმ" "ნაპოლი" დაჯაბნა სკუდეტოთვის ბრძოლაში და მილანელები იტალიის თასის ფინალში 4-0 გაანადგურა. ამჯერად რაც მათ სჭირდებათ, მომავალი სეზონისთვის მომზადებაა.

მასიმილიანო ალეგრი დიდი ალბათობით გააგრძელებს "ალიანს სთედიუმზე" მუშაობას, თუმცა  მისგან განსხვავებით კლუბი შესაძლოა ბევრმა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ დატოვოს.

ალექს სანდრო მაურინიოსვის პირველი სამიზნეა. "წითელი ეშმაკების" თავკაცი ბრაზილიელისთვის 60 მილიონ ევროს ჩამოდის, თუმცა რამდენად შეეგუება "ბებერი ქალბატონი" ახალგაზრდა მარჯვენა მცველს მეორე საკითხია.

კვადვო ასამოამ კლუბი დატოვა და ლეონარდო სპინაცოლას, რომელიც იტალიის მოქმედ ჩემპიონს სატრანსფერო ფანჯრის გახსისთანავე შეუერთდება ექვსთვიანი ტრავმის მოშუშება მოუწევს. ამიტომაც ჯუზეპე მაროტა მაქსიმალურად შეეცდება ალექს სანდროს შენარჩუნებას.

სამი ხედირას შესაძლოა "შავ-თეთრის" მაისურის გახდა მოუწიოს. ამის მიზეზად კი ემრე ჩანის ტრანსფერი სახელდება, რომელსაც ხელს ყველაზე მეტად ხედირა უწყობს, მაგრამ რამდენად აწყობს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ორი ერთი და იგივე სტილის ფეხბურთელი ჯერ კიდევ საკითხავია, ამიტომაც რადგან ჩანი შედარები ახალგაზრდაა, იღბალი მის მხარესაა.

ზოგიერთი წყაროს ცნობით  "ლივერპულის" ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ტურინში მალევე გაივლის. "ბიანკონერის" კი ნხის გადახდა არ უწევს, რადგან ემრეს კონტრაქტი ამოწურუი აქვს ინგლისურ კლუბთან.

მარკიზიო მლს-ში მიდის. ტურინელთა "პრინცს" მასიმილიანო ალეგრიმ სათამაშო დრო ძალიან შეუმცირა, ფეხბურთელისთვის კი საუკეთესო არჩევანი ამერკაში წასვლაა.კლაუდიომ განაცხადა, რომ მოთმინება სწირდება და ვნახოთ სადამდე გაუძლებს იგი, ან როდის მოიპოვებს კვლავ "შეშლილი მაქსის" ნდობას.







სულ სხვა იუვე იქნება მომავალ წელს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით