ჩემპიონთა ლიგის ფინალს საფრთხე ემუქრება

23-05-2018, 21:43

შაბათს უკრაინის დედაქალაქ კიევში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართება. თუმცა, აღნიშნული მატჩი შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს.

კერძოდ, ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 26 მაისს უკრაინის დედაქალაქში ტერაქტები იგეგმება. როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ერთბაშად რამდენიმე აფეთქებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, ხსენებული ტერორისტული ჯგუფი რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მუქარებს უშვებს და აპირებს, რომ მუნდიალის დაწყების შემდგომ სტადიონებზე ტერაქტები მოაწყოს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით