სუპერ-კომპიუტერმა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულად ბრაზილია დაასახელა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სუპერ-კომპიუტერმა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულად ბრაზილია დაასახელა

23-05-2018, 21:47

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი კვირა რჩება და უკვე დაიწყო საუბრები ფავორიტების შესახებ.

საინტერესოა, რომ სუპერ-კომპიუტერმა, რომელიც სხვადასხვა მონაცემების გათვალისწინებით სავარაუდო ჩემპიონებს ადგენს, მომავალი მუნდიალის ფავორიტად ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დაასახელა.

პროგრამის მიხედვით, ფინალში "სელესაო" არგენტინის ეროვნულ გუნდს დამატებით დროში დაამარცხებს, ანგარიშით 2:1. რაც შეეხება ფინალამდე გზას, ბრაზილიელებს ამისთვის საფრანგეთის ძლევა მოუწევთ, ხოლო არგენტინელებს კი - გერმანელების.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 15 ივლისს გაიმართება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით