ოფიციალურად: "ნაპოლი" ანჩელოტიმ ჩაიბარა

24-05-2018, 00:23

"ნაპოლის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს კარლო ანჩელოტი უთავკაცებს.

როგორც ცნობილია, იტალიელი სპეციალისტი მომავალი 3 წლის განმავლობაში იქნება ნეაპოლური კლუბის სათავეში. 58 წლის მწვრთნელმა ამ პოსტზე მაურისიო სარი ჩაანაცვლა.

"მადლობას ვუხდი სარის გაწეული მუშაობისთვის, ქომაგებისა და კლუბის წევრების სახელით." - წერს "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურეატისი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად კარლო ანჩელოტი მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა, საიდანაც სეზონის დასაწყისში დაითხოვეს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით