ველბეკი თურქეთში მიდის

24-05-2018, 12:10

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" ფეხბურთელი დენი უელბეკი, შესაძლოა, თურქეთში გადაბარგდეს. წყაროს ცნობით, ფერადკანიანის შეძენა "ბეშიქთაშს" სურს. 

როგორც ირკვევა, დენი ტრავმიანობის გამო „მეთოფეთა“ რიგებში ბედნიერი არ არის და მას გარემოს გამოცვლა სურს. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ, 12 გოლის გატანა შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ საუთგეიტმა ველბეკი ტრავმის მიუხედავად ეროვნულ ნაკრებში შეიყვანა და რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე შანსაც მისცემს. გეტყვით, რომ დენი "არსენალში" 2015 წელს "მანჩესტერ იუნაიტიდან" გადაბარგდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით