ბალაკი "ჩელსიში" დაბრუნდა

24-05-2018, 17:08

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" ყოფილ ფეხბურთელს, მიხაილ ბალაკს თანამდებობა შესთავაზა. წყაროს ცნობით, გერმანელი შესაძლოა „არისტოკრატთა“ გენერალური დირექტორი გახდეს. 

როგორც ირკვევა, კარიერის დასრულების შემდეგ, ბალაკი სატელევიზიო მოღვაწეობაში ჩაერთო. აღნიშნული თანამდებობისთვის ჟულიანო ბელეტი და ლუის კომპოსი იბრძვიან. 

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" რიგებში ბალაკმა პრემიერ ლიგისა (2) და ინგლისის (2) თასის მოგება შეძლო. მის პერიოდში კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით