ძალიან არასასიამოვნო ინფორმაცია "ლივერპულისთვის" "რეალთან" მატჩის წინ

24-05-2018, 17:14

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს შიმშილობას აპირებს. 

როგორც ირკვევა, მოჰამედი მუსლიმური წესის დაცვით, მარხვაში გაატარებს დღეს და არ აპირებს რელიგიის წესების დარღვევას. შეძლებს, თუ არა სალაჰი „რიტუალის“ შემდეგ, სრულფასოფანი ფეხბურთის თამაშსს, 26 მაისს გავიგებთ. 

რამადანი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია მუსლიმურ სამყაროში, 17 მაისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროს მუსლიმებს ეკრძალებათ მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება.

"ლივერპულში" შიშობენ, რომ სალაჰის ეს რიტუალი ძალიან უარყოფითად აისახება გუნდის თამაშის ხარისხზე "რეალის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი მიმდინარე წელს საუცხოო ფორმაშია. "ლივერპულელთა" რიგებში ამ უკანასკნელმა 36 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით