ბენზემას ანჩელოტი ეპატიჟება

24-05-2018, 17:36

იტალიური მედიის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა, შესაძლოა, "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდეს. წყაროს ცნობით, ფრანგის შეძენის სურვილი ნეაპოლელთა ახლმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გამოთქვა. 

გეტყვით, რომ ქარიმმა „სამეფო კლუბში“ თავი ამოწურა, რაზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს. ისიც აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" ღირსებას ყოფილი მადრიდელები კალეხონი და ალბიოლი იცავენ. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბენზემამ 41 მატჩი ჩაატარა და 10 გოლისა და 11 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. გეტყვით, რომ წინ ლიგის ფინალია და ბენზემას წასვლა, არ წავლის საკითხი ამ მატჩზეცაა დამოკიდებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით