ზიდანი: "რეალი ფინალში უმოტივაციო იქნება?"

25-05-2018, 12:20

მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, "სამეფო კლუბი" "ლივერპულთან" ფავორიტია, თუმცა არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ „თეთრებს“ შანსი არა აქვთ. 

"ეს ფინალია და ბუნებრივია, გამარჯვება ლივერპულსაც ძალიან სურს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ამბობს, რომ რეალი ფინალში უმოტივაციო იქნება. როგორ უნდა თქვა ასეთი რამ, როცა გუნდი ზედიზედ მესამედ თამაშობს ლიგის ფინალს“, - განაცხადა ზიზუმ. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისსაა დაგეგმილი. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით