კლოპი: "მარცხზე ვფიქრობ"

25-05-2018, 13:01

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 2 დღე დარცა და გუნდების ხელმძღვანელები კომენტარეს აკეთებენ. "ლივერპულის" გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რთულია წაგებაზე არ იფიქრო. 

"რეალი" ძალიან გამოცდილი გუნდია, რაზეც ბოლო 4 წელში 3-ჯერ ნათამაშები ფინალი მეტყველებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ რიგებში კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, რომელსაც ყველაზე ცუდ სეზონში, მინიმუმ 30 გოლი გააქვს. 

შეუძლებელია, მოედანზე გახვიდე და მარცხზე არ იფიქრო. ეს ბუნებრივია, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ფეხბურთელის და მწვრთნელის ოცნებაა. მაგალითიდან გეტყვით, ამ ტიტულის დაუფლებაზე, ბევრჯერ მიოცნებია და ვფიქრობ, ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი შანსი მაქვს“, - განაცხადა კლოპმა. 

შეგახსენებთ, რომ ლიგის ფინალი 26 მაისს, საქართველოს დროით, 22:45 საათზე გაიმართება. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით