პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" გაახანგრძლივა

24-05-2018, 22:53

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "დეზებთან" კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ინგლისელთა ცნობით, 46 წლის არგენტინელმა პოჩეტინომ საყვარელ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი სპეციალისტი პრემიერ ლიგაში 2023 წლამდე დარჩება.

ცნობისთვის, "ტოტენჰემს" 2014 წლიდან საკმაოდ წარმატებულად წვრთნის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ლონდონური გრანდის დღევანდელი წარმატება და მათი ევრო ტურნირებზე თამაში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის გუნდმა 2017-18 წლების სეზონში მესამე ადგილი დაიკავა.



  • messi10
  • 24 მაისი 2018 22:53
პოჩეც მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით