5 ვარსკვლავი, რომლებიც "რეალმა" შეიძლება ნეიმარის ნაცვლად დაიმატოს

24-05-2018, 23:19

მადრიდის "რეალს" რომ ნეიმარის შეძენა სურს, ეს ამბავი არახალია. თუმცა რამდენად აუხდებათ ესპანელებს ეს სურვილი, ძნელი სათქმელია. შესაბამისად, მადრიდში უკვე ფიქრობენ ნეიმარის ალტერნატიულ ვარიანტზე.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა "სამეფო კლუბმა" ბრაზილიელი გარემარბის ნაცვლად დაიმატოს. პირველ რიგში ეს გახლავთ ედენ აზარი. იმ შემთხვევაში თუ "თეთრები" ნეიმარს ვერ დაიმატებენ, გეგმა B სწორედ ბელგიელი შემტევია, რომლის დამატებაც ზინედინ ზიდანის დიდი სურვილია.

პრემიერლიგაში ასევე არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის "რეალს" უკავშირებენ და ეს რა თქმა უნდა, მუჰამედ სალაჰია. ეგვიპტელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მისი სახელი უმალ დაუკავშირეს "სამეფო კლუბს". მისი დამატების შემთხვევაში კი დიდი ალბათობით, გარეთ ბეილი დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს. შესაბამისად, ეგვიპტელის მოყვანა დიდ ცვლილებებთან და რისკებთანაა დაკავშირებული.

და ბოლოს, კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდულმა გრანდმა შეიძლება დაიმატოს ჰარი კეინია. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ქარიმ ბენზემას წასვლაზე, რაც მისი არცთუ სახარბიელო შედეგებით არის გამოწვეული. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ნომერ პირველ კანდიდატად ჰარი კეინი განიხილება. ინგლისელ ფორვარდს უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა უმაღლეს დონეზე თამაშის და არ არის გამორიცხული, მომავალი სეზონიდან "რეალის" მაისურითაც ვიხილოთ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით