რონალდო:"თამაშის შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელთან მივალ და გავესაუბრები"

25-05-2018, 20:50

"რეალის" სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელთან შეხვედრა და გასაუბრება სურს.

"კიევში ჩამოვედით და ახლა ვისვენებთ. ცოტახანში იმას გავაკეთებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რასაც მთელი ქალაქი აკეთებს. რა თქმა უნდა ფინალისთვის მზადებას ვგულისხმობ. ყველა და ყველაფერი 26 მაისის საღამოსთვის ემზადება".

"შეხვედრის დასრულების შემდეგ კლოპთან მსურს შეხვედრა და კითხვის დასმა. მართლა ფიქრობს, რომ მარსელო ჩვენი სუსტი წერტილია?", - განაცხადა რონალდუმ.

იურგენი  "როხი ბლანკოს" მარცხენა მცველს მარსელოს ცინიკურად მოიხსენიებს და რონალდუ იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით