უმტიტი:"ვფიქრობ, რომ ანტუანი სწორ არჩევანს გააკეთებს"

25-05-2018, 22:00

კატალონიის "ბარსელონასა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ პრესასთან მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

"ძალიან მინდა ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, ანტუან გრიზმანი "ბარსაში" ვიხილო და მასთან ერთად ვითამაშო".

"ანტუანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ კატალონიურ გრანდს ძალიან მოუხდება".

"ჯერჯერობით მეც არ ვიცი როგორ გააგრძლელებს გრიზმანი კარიერას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენთან, "კამპ ნოუზე" გადმოვა", - განაცხადა უმტიტიმ პრესასთან საუბრისას.



  • messi10
  • 25 მაისი 2018 22:41
vnaxot umto imedia barsashi gadmmova

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით