ტრაგედია კიევში, რა ხდება ლიგის ფინალამდე 24 საათით ადრე

25-05-2018, 22:53

დღეს, 25 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდის საგულშემატკივროდ შორეული ინგლისიდან ჩასულ მერსესაიდული "ლივერპულის" ქომაგს თავს დაესხნენ.

ინგლისური გამოცემების ცნობით, ინცინდენტი სტადიონ "ოლიმპიისკის" მახლობლად ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

ჟურნალისტთა მტკიცებით, ნისლიანი ალბიონიდან უკრაინაში სტუმრად ჩამოსულ ფანატს თვსი ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს.

ცნობისთვის, პოლიციამ აღნიშნულ ინცინდენტში მონაწილე ორი თავდამსხმელი უკვე დააკავა და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვალ, 26 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.



  • messi10
  • 25 მაისი 2018 22:54
ra ubedurebaa es fexburtia garaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით