სარი ლონდონში გადადის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სარი ლონდონში გადადის

26-05-2018, 11:01

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლის" მწვრთნელი, მაურიციო სარი, "ჩელსისთან" კონტრაქტს დღეს მოაწერს. წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა, რომან აბრამოვიჩმა, საქმის დაჩქარება დაგაწყიტა. 

როგორც ირკვევა, სარი „არისტოკრატებთან“ 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს წასვლა არ სურს რუს ოლიგარქს გეგმები უკვე დაწყობილი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს “ნაპოლის“ ანგარიშზე დაახლოებით 8 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევს, ვინაიდან თანამდებობის დატოვების მიუხედავად, სარის ჯერ კიდევ აქვს ნეაპოლიტანური კონტრაქტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით