ბექჰემი:"მინდა "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოიგოს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბექჰემი:"მინდა "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოიგოს"

26-05-2018, 17:00

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დეივიდ ბექჰემმა პრესასთან მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

"წარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს, კლუბების დირექციასა და რიგით ფეხბურთელებს".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მინდა "რეალმა" ჩემპიონთ ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგოს და თავისი დიდება სხვა კლუბებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს".

"შეხვედრის უდაო ფავორიტი აშკარად მადრიდული გრანდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ლივერპული" არ იბრძოლებს და "ბლანკოსს" შეწინააღმდეგებას ვერ გაუწევს. იმედი მაქვს, კარგი თამაში გამოვა", - განაცხადა ბექჰემმა.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული მატჩი დღეს, 26 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



  • messi10
  • 26 მაისი 2018 17:08
chem fexebs moigeben

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით