მარსელო:"სალაჰის განეიტრალება არ გამიჭირდება"

26-05-2018, 17:30

კიევში გასამართი ფინალის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მარსელო ვიეირამ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მან "ლივერპულის" გაჩერების გზები იცის".

"რთული თამაში გველის და ამისთვის ყველანი მზად ვართ. ვეცდები გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოსაგებად მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო".

"ვფიქრობ, რომ სალაჰის გაჩერება არ გამიჭირდება. მე ის ფინალამდე კარგად შევისწავლე და წესით მერსესაიდელთა ეგვიპტელი ლიდერის განეიტრალება არ უნდა გამიჭირდეს".

"ეს საოცარი ფინალი იქნება, რადგანაც ორივე გუნდი აქ უდიდესი შრომის ფასად მოვხვდით და სწორედ ამიტომ მზად ვართ გამარჯვებისთვის ყველაფერი დავთმოთ", - განაცხადა ვიეირამ პრესასთან.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული მატჩი დღეს, 26 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით